არქის მფლობელმა და პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილს 180000 ლარი შეწირეს

სამშენებლო კომპანია შპს არქის მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ, შპს არქი ვარკეთილის მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ და შპს არქი გლდანის მეწილემ და დირექტორმა კახაბერ კობაივანოვმა ხელისუფლების მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ჯამში 180 000 ლარი გადაურიცხეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თითოეულმა პირმა საპრეზიდენტო კანდიდატს 60 000 ლარი შესწირა.

ცნობილია, რომ სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა კოკა-კოლას დირექტორმა და ლაღიძის წყლის მეწილემ ვახტანგ ლაღიძემაც. ამ ფაქტს მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საქართველო მსოფლიოს 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს, მაგრამ ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა და გაშიშვლება