მამუკა ბახტაძე: ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე

ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. დიდება გმირებს!“,- აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ და 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივლენ
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელიამ ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო