უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ და 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივლენ

უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ და 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე არ მივლენ. სალომე ზურაბიშვილმა ხვალ პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა ყველა, ვინც 91 წლის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ქვეყნის პირველ პირთან მიღებაზე არ მივლენ. ეს მათი პოლიტიკური დემარშია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ზურაბიშვილს პირველი პრეზიდენტის დევნაში და პუტჩის, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას მიესალმა და ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება ვიდრე არ აღიარებს საკუთრ შეცდომებს. მათ შორის, ვინც სალომე ზურაბიშვილს პროტეტს უცხადებს არიან: ბიმურზა დადეშქელიანი, ნემო ბურჭულაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ნოდარ ნონიაშვილი, რევაზ კემულარია. მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წარსული და ამჟამინდელი მოღვაწეობა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მათ არ სჯერათ რომ მან წლების შემდეგ მოინანია და პოზიცია შეიცვალა. დარწმუნებული არიან რომ მათთან შეხვედრა პირადად არც სურს. მათი აზრით, იგი ამჟამად იძულებულია ასე მოიქცეს. ფიქრობენ, რომ ახლა ასე სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელად მერაბ წურწუმია დაინიშნა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე