მამუკა ბახტაძე ჯერტოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა.

საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები იმ რეფორმებში, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის თავმჯდომარემ მუსოლინზე ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაეს არის კიბო და მეტასტაზებივით ედება ქალაქს – გარემოს დამცველები ქალაქის გენგეგმის პროექტში ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობენ