ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მუსოლინზე ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ ბოდიში მოიხადა იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შესახებ სადავო გამონათქვამის გამო. “როგორც ნამდვილი ანტიფაშისტი, ბოდიშს მოვიხდი ყველას წინაშე, ვინც გავაწბილე ჩემი სიტყვების გამო. არანაირად არ მსურდა ტოტალიტარული რეჟიმის გამართლება” – განაცხადა მან 14 მარტს სტრასბურგში.
“მე ყოველთვის ანტიფაშისტი ვიყავი და არავის მივცემ იმის უფლებას,საპირისპირო ამტკიცოს. ფაშისტური დიქტატურა, რასისტული კანონები და მსხვერპლი, რომელიც მათ გამოიწვიეს, ყველაზე ბნელი ფურცლებია იტალიისა და ევროპის ისტორიაში” – ტაიანიმ დაწერა ადრე “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.

რამდენიმე ხნის წინ პოლიტიკოსმა იტალიურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მუსოლინის მეთოდებს შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ არ შეიძლება დაივიწყო ის, რომ ის აშენებდა გზებს, ხიდებს, სპორტულ კომპლექსებს და ჩვენს იტალიაში ბევრი რამ განაახლა” – თქვა ევროპარალმენტარმა და ხაზი გაუსვა, რომ ჯამში მუსოლინის მმართველობას პოზიტიურად არ აფასებს, მაგრამ “არის შედეგები, რაც მიღწეულ იქნა”.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტის მკვლელობაში სლოვაკ მილიონერს ედება ბრალი
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ჯერტოს პრეზიდენტს შეხვდა