მამუკა ბახტაძე : ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას – ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო.
„ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო დავალიანება, რომელმაც გამოიწვია კომპანიების გაჩერება, 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სრულად ჩამოიწერება. თუმცა ეს არ არის საკმარისი პირობა და ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ სრულფასოვან მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს და შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან ბლოკი და ცემენტი მიიტანა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული