მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან ბლოკი და ცემენტი მიიტანა

უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან ბლოკი და ცემენტი მიიტანა. მან ამ ფორმით დედაქალაქში უკანონო მშენებლობები გააპროტესტა.
ტუსკაძე მიშენებას აპირებდა თუმცა საშუალება თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ კი მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიის ტერიტორია დატოვა და განაცხადა, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის სახლთან აპირებს გადანაცვლებას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : განათლება, კულტურა და სპორტი, მათგან წარმატებული ცალკე ვერც ერთი იქნება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა