მამუკა ბახტაძე : ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და ამაში კონსორციუმსაც ვეხმარებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 10:25

მამუკა ბახტაძე : ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და ამაში კონსორციუმსაც ვეხმარებით

ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა; ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა სიეტლში კომპანია SSA Marine-თან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, მსგავსი პროფილისა და მასშტაბის ამერიკული კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი.

“ჩვენი მთავარი სტრატეგია გულისხმობს, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამისთვის გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მივაღწიოთ მიზანს და საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი. ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 10:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics