მამაკაცმა მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა

პოლიციამ მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით,ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. ასევე, დადგინდა, რომ მან მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტოჩინოშინმა ტოკიოში მეორე გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაადვოკატი-გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუშის ხელახალი აღებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია