ადვოკატი-გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუშის ხელახალი აღებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია

ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუშის ხელახალი აღებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„გიორგი რურუას დაკავებისთანავე, როდესაც პოლიციის შენობაში შეიყვანეს, ძალადობით, არაოფიციალურად აუღეს დნმ-ს ტესტი, თუმცა გამოძიებას სჭირდებოდა ნიმუშის ხელახალი აღება, რისი სრული უფლებაც აქვს. თუმცა, ეს საქმის გაყალბებისთვის ჭირდებოდა. შემოსული იყო 10-15 პოლიციელი, არავითარი აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. გიორგი რურუამ მისცა ნიმუშის აღების უფლება, თუმცა დააფიქსირა პოზიცია, რომ ამის წინააღმდეგია. ვფიქრობ, ახლა შედგება ყალბი საექსპერტო დასკვნა, თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ ეს საქმე გიორგი რურუას გამართლებით დასრულდება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცმა მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატიაკალაძე ჯანდაცვის მინისტრს-რეფორმის დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება