მამაკაცმა 12 საათი ტრუსებში იფრინა

ავიაკომპანია Air France-ის მგზავრმა შარვალი გაიხადა და ტრუსით იფრინა პარიზიდან ლოს-ანჟელესში – ლიზი ტომსონმა, მამაკაცის მეზობლად მჯდომმა საკუთარ “ტვიტერში” დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. ტომსონმა დაწერა, რომ მამაკაცმა ფრენიდან ორ საათში ტანზე გაიხადა, მათ შორის, წინდებიც, შემდეგ მოითხოვა ღვინო და დაიძინა.
სოციალურ ქსელში მამაკაცის საქციელმა აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც კაპიტანმა დაფრენის შესახებ გამოაცხადა, მამაკაცმა ტანსაცმელი ისევ ჩაიცვა. “კარგი ამბავი მაქვს. როგორც იქნა ჩაიცვა შარვალი. არაფერი აერთიანებს ადამიანებს იმაზე მეტად, ვიდრე სალონში მოსეირნე ტრუსიანი მამაკაცი” – დაწერა ლიზი ტომსონმა.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის კურორტზე ზვავი ჩამოწვა, არიან დაკარგულები
შემდეგი სტატიაუცნაური სასაფლაო სამეგრელოში