„მამაჩემი ნელ-ნელა ქრება“ – ედუარდ სააკაშვილის განცხადება სტრასბურგიდან

„მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ მათთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ მაქვს საშუალება, მოვინახულო მამაჩემი. ზოგჯერ მქვს საშუალება მისი ნახვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვხედავ, ჩანს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება და უფრო ავადაა. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანრვიულებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადო მზრუნველობას ვერ იღებს და მისი მდგომარეობა უარესდება. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ ციხეში გარდაიცვალოს ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს ჩვენი ოჯახის ისტორიაში. გამოსავალი მარტივია, რეალური შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება, საზღვარგარეთ იმკურნალოს. ვფიქრობ, რეალური შანსი გვაქვს ახლა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ევროპიდან, მზარდი კონსენსუსის ფონზე საქართველოსა და ევროპაში, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის უნდა შეიცვალოს. შემდეგ რა მოხდება ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და ჩემი მამის სიცოცხლე უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს არის თავისებური კომბინაცია ცოდნისა და იმედისა, რომლის თვალსაზრისითაც ვამბობ, რომ მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

https://youtu.be/L6MLCD7XGX4

 

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: „ოპოზიცია რეალურად არ არის მოწადინებეული პრინციპული ცვლილებებისთვის“
შემდეგი სტატიაბენ ჰოჯესი: აგვისტოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს გაათავისუფლებენ