მამა ილია: ვგმობ მართლმადიდებლობის პროფანაციას და ბინძური პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას

region
ავტ.: region ივნისი 20, 2019 13:58

მამა ილია: ვგმობ მართლმადიდებლობის პროფანაციას და ბინძური პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორ იყენებს იმპერიული სისხლიანი რუსეთი მართლმადიდებლობას მართლმადიდებლურ ქვეყნებზე პოლიტიკურ/იდეოლოგიურ ზეგავლენის საშუალებად. მართლმადიდებლობას ამოფარებული ბილწი კომუნისტი, ოკუპანტი-ფეესბეშნიკი გავრილოვი მოკალათდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და იქიდან ჭკუას გვასწავლის, ამაზე დიდი დამცირება საქართველოსი და ქართველი ერისა ძნელად წარმოსადგენია. საქართველო გაყიდულია “ქართველი” მამონას მონების მიერ.

ვგმობ მართლმადიდებლობის პროფანაციას და ბინძური პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. პასუხი აგონ მოღალატეებმა!

ჩემი, როგორც მოქალაქის და ქართველის პოზიცია: გადადგეს მოღალატე კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, დაინიშნოს ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. ”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის ასამბლეაზე, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან. 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, დღეს კი, ასამბლეა პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო, რა დროსაც, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ გააპროტესტეს და პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავეს. შედეგად, რუსმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს, სხდომა სხვა ადგილზე გაგრძელდება.

region
ავტ.: region ივნისი 20, 2019 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics