გიგი უგულავა: ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იპიჩმენტის პროცედურას

“ევროპული საქართველო ვთათბირობდით, ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ უმსგავსობაზე მას აკისრია, არამარტო, რომ მის სკამში ვიღაც ჩაჯდა, ეს არის ნათელი გამოხატულება იმ უბედურების, რაც ქართულმა ოცნებამ მოიტანა” – აცხადებს გიგი უგულავა.

ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა. მისი განმარტებით, რუსი დეპუტატების მიერ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების ფაქტი ნათელი გამოხატულებაა იმის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. უგულავა მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ირაკლი კობახიძეს აკისრებს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ასევე, მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინოს პარტიისრიგები ზაქარია ქუცნაშვილი, ვინაიდან ის ამ საქმის უშუალო შემსრულებელია.

„პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის გავრილოვი, რომელიც ქვეყანაში შემოსაშვები არაა თუ ჩვენ ოდნავი თავმოყვარეობა გვაქვს. აქ უკვე თავმოყვარეობის საკითხი, აქ ღირსების საკითხი დგას. ჩვენ ვთათბირობდით, „ევროპული საქართველო“ ჩვენს  ფრაქციის ოთახში. ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი, ამ უმსგავსობაზე და არა მარტო იმაზე, რომ მის სკამში ვიღაცა ჩაჯდა, ეს არის უბრალოდ ნათელი გამოხატულება იმ უბედურების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა აქამდე. ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას მის მიმართ და ასევე მოვითხოვთ , თუ „ქართულ ოცნებას“ ოდნავ მაინც დარჩა კიდევ ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და გაუშვას, აი, მთლიანად მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავის რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელი იყო,“- განაცხადა უგულავამ.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა.
თუმცა, გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

“ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვება”.

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია, რომელიც აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა.

banner
წინა სტატიაშისასესიო დარბაზში ევროკავშირის დროშა გამოფინეს – პარლამენტში კობახიძის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი დაიწყო
შემდეგი სტატიამამა ილია: ვგმობ მართლმადიდებლობის პროფანაციას და ბინძური პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას