“მამა გიორგი სექსუალური ხასიათის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს” – ირაკლი მამალაძე

“ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე “ასავალ დასავალთან” ინტერვიუში იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას სასამართლო პრცესის მიმდინარეობოსას ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. პროკურატურის მოწმე საგაზეთო ინტერვიუში ახალ სკანდალურ განცადებებს აკეთებს:

“ფარული ჩანაწერი, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, ჩემსა და მამა გიორგის შორის გამართულ ერთ-ერთ საუბარს ეხება, რომელიც თავის ფორმითა და შინაარსით ნამდვილად მძიმეა და მისი გასაჯაროება არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივი კუთხითაც დაუშვებელია, რადგან საქმე ადამიანის მითუმეტეს სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება… მამა გიორგი ერთ-ერთი ცნობილი დედაოსა და ერთ-ერთი მეუფის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და სკანდალური საუბრაი, რომლის გასაჯაროებაც საზოგადოებას შოკში ჩააგდებს, ეკლესიის ავტორიტეტს კი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს…დიახ, მამა გიორგი სექსუალური ხასიათის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს, რომელიც არა მარტო ერთ-ერთ მეუფეს, არამედ მის მრევლსაც ეხება. ეს ჩანაწერი, რომ გასაჯაროვდეს მრევლი აჯანყდება და იმ კონკრეტულ ეპარქიაში ისეთი უბედურება დატრიალდება, ცოტა ხნის წინათ ბათუმში განვითარებული მოვლენებიც კი მონაგონი იქნება” აცხადებს მამალაძე “ასავალ დასავალთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
შემდეგი სტატია“ეს არის ტყუილი” – ნარმანია აუდიტის დასკვნას ეხმაურება