“ეს არის ტყუილი” – ნარმანია აუდიტის დასკვნას ეხმაურება

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

თბილისის მერი აუდიტის იმ დასკვნას ეხმაურება, სადაც თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემისას არსებულ დარღვევებზეა საუბარი. დავით ნარმანიას განცხადებით, ის ელოდება აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჯაროებას და ვრცელ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაცია სრულად გადასცა და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის ნაწილი დაუმალა.
დავით ნარმანიას განმარტებით, მიწის გადაცემისას და ჩანაცვლებისას თბილისის მერია ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნებს დაეყრდნო.
“ეს არის ტყუილი. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ასე რომ, ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს. შეფასება გაკეთებულია ექსპერტების მიერ, ასე რომ თბილისის მერია დაეყრდნო ამ შეფასებას,”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“მამა გიორგი სექსუალური ხასიათის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს” – ირაკლი მამალაძე
შემდეგი სტატიაფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველები გამოიძახეს