მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზისთვის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. მიხეილ რამიშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს ინსულტი ბუნებრივად განუვითარდა.

ადვოკატი მამა გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით გასცა რეკომენდაცია, რომ დეკანოზი სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მამა გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

„მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ეს კითხვის ნიშნები რადგანაც არსებობს, სხვა პირობებში უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ყველაფერი ფატალურ შედეგამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, რომ როგორ იძულებით, მოტაცებით გადმოიყვანეს კლინიკიდან მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და მათი მხრიდან იყო იმის ახსნა, რომ თურმე სახელმწიფოს არ გააჩნია იმხელა შემოსავალი ბიუჯეტში, რომ აღნიშნული მდგომაროება ყოფილიყო სამოქალაქო სექტორში, ანუ საავადმყოფოში ყოფილიყო. რეკომენდაცია უკვე სავალდებულოა მათთვის, რომ კეთილი ინებონ და მამა გიორგის ყველანაირი პირობა შეუქმნან და გადაიყვანონ ქალაქში რომელიმე კლინიკაში. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ არის, რამდენად ბუნებრივი იყო ინსულტი. ყველაფერი შესაძლებელია, მე დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, არ ვამტკიცებ, მაგრამ დასაშვები და შესაძლებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი ბოკერიას – ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ და მომისმინეთ
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძის ინფორმაციით, მის პარტიას “ევროპულ საქართველოსთან” კოალიციის სახით თანამშრომლობა გადაწყვეტილი აქვს