შალვა შავგულიძის ინფორმაციით, მის პარტიას “ევროპულ საქართველოსთან” კოალიციის სახით თანამშრომლობა გადაწყვეტილი აქვს

თუ ერთ პარტიად გაერთიანება იგულისხმება, ეს არ იგეგმება, თუმცა „ევროპულ საქართველოს“ ჩვენ ვხედავთ, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს და კოალიციის სახით თანამშრომლობა ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რითაც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ “ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ.

როგორც შალვა შავგულძემ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ ღირებულებათა ერთიანობა და თანამშრომლობა დღემდეც არაერთ საკითხზე ყოფილა.

„ჩვენ ორ პარტიას ღირებულებათა ერთიანობა გვაქვს. ჯერ 2020 წლისთვის ასეთი დეტალიზაცია, რა თქმა უნდა, ადრეა, მაგრამ სრულიად ვადასტურებ, რომ ჩვენ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არის თანხვედრა ღირებულებათა და საქართველოს მომავლის ხედვაში. ეს არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ორიენტაცია, ეს არსი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ამ პარტიასთან თანამშრომლობისთვის. არათუ მზად ვართ, არამედ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხებზე.

თუ ერთ პარტიად გაერთიანება იგულისხმება, ეს არ იგეგმება, თუმცა ამ პოლიტიკურ ძალას ჩვენ ვხედავთ როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს და კოალიციის სახით თანამშრომლობა ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზისთვის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ
შემდეგი სტატიავხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე