მამა ადრია სარია: მეუფე პეტრეს განკვეთის თემა დიდი ხანია შორენას ოცნებაა

“მეუფე პეტრეს განკვეთის თემა დიდი ხანია შორენას ოცნებაა”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მამა ანდრია სარიამ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მან მეუფე იაკობსა და მეუფე პეტრეს შორის არსებულ სხვაობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი ერთად დაყენება შეუძლებელია, ვინადან მეუფე იაკობი არის ისეთი მაწყევარი და მაგინებელი მღვდელი, რომელსაც მეუფე პეტრე თავისი არსებით ებრძვის.

“მეუფე პეტრეს განკვეთის თემა დიდი ხანია შორენას ოცნებაა, უკვე მესამე წელია კონსპირაციულად ცდილობს ემოციები შექნას. პირველ რიგში მეუფე პეტრეს სიმართლის ეშინია. მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება არის სირცხვილი. მეუფე პეტრე ამბობს, რომ გამოსწორდეს საქმე, ვიმსჯელოთ ამ თემებზე. ის ხომ არ ამბობს, გვყავდეს ცუდი, მაწყევარი, მაგინებელი მღვდელი? მეუფე ამბობს, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და სინოდმა მისცეს შეფასება და მეუფე იაკობი რას ამბაობს? იგინება და ილანძღება. კანონიკური სამართლის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ მეუფე პეტრე ისეთია როგორც სინოდის სხვაწევრები”, – განაცხადა ანდრია სარიამ გადაცემაში “რეაქცია”.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც, მათ შორის მეუფე პეტრესთანაც.

თავის მხრივ აღნიშნული ინფორმაცია უარყო მეუფე პეტრემ.

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/551382162072281/?t=165

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/959837684375422/

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „ილია მეორე აფხაზეთის აღიარებას არ თანხმდება და რუსეთი ამიტომ ჩქარობს მის გადაყენებას“
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის მტრების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს