მალხაზ თორია 2020 წელს აჯამებს და მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2020 22:50

მალხაზ თორია 2020 წელს აჯამებს და მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია გასულ 2020 წელს აჯამებს და მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მალხაზ თორია ყურადღებას პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე ამახვილებს. მისი განმარტებით, რთულ პერიოდში სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა და დაუდგა გვერდით იმ მოქალაქეებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მალხაზ თორიას მიმართვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

,,მიილია 2020 წელი, ეს წელი სირთულეებით და გამოწვევით სავსე იყო მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და თითოეული ოჯახისთვის. პანდემიამ, რომელსაც მსოფლიომ უხილავი მტერი შეარქვა შეცვალა მთელი სამყაროს დღის წესრიგი. ამ რთულ პერიოდში სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა და დაუდგა გვერდით იმ მოქალაქეებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პანდემიამ შეცვალა იმ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციაც რასაც ოჯახები მთელი წელი ელოდებიან. დღეს მოკრძალებულად საკუთარ სახლებში ვხვდებით ახალ წელს, ეს შეზღუდვები და მათი დაცვა მნიშვნელოვანია ჩვენივე ჯანმრთელობისთვის.

კორონავირუსის პირობებში კიდევ უფრო გავზარდეთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით მოქალაქეებზე ზრუნვა.

ავაშენეთ ჯანდაცვის ობიექტები, ვზრუნავთ სკოლამდელ, სკოლის, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე – მათ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მოვაწყვეთ სპორტული ობიექტი. მიუხედავად პანდემიისა ჩვენს რეგიონში შეფერხებების გარეშე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

ეს ყველაფერი არ არის, ჯერ კიდევ ბევრი შრომა, მაქსიმალური მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული პრობლემები და ეკონომიკა გავაჯანსაღოთ. ხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე.

გილოცავთ ახალი 2021 წლის დადგომას! გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას, მშვიდობას, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს რეგიონს და სრულიად საქართველოს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს ახალი წელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ასევე მთელი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ – აცხადებს მალხაზ თორია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2020 22:50