მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები რეალობას აცდენილია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 09:36

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები რეალობას აცდენილია

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები რეალობას აცდენილია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„პოლიტიკაში რაღაც სტანდარტად დავამკვიდრეთ, რომ მთავარია, ჩვენი პოლიტიკური ინტერესი გავატაროთ, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით ვიმოქმედოთ და დავივიწყეთ, რეალურად სად არის სახელმწიფო ინტერესი, სად არის სიმართლე და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის სურვილები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ამ დრომდე სამართლებრივი ზომები გატარებული მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ, თუ ის ისეთ მძიმე დანაშაულს გეგმავდა, რაზეც სუს-ი საუბრობს, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებს დღეს სხვა სტანდარტი აქვთ და შესაბამისად, სხვა სტანდარტით მოქმედებენ.

„საზოგადოებაში დღეს კითხულობენ, თუ ქუჩაში ტერორისტი დადის, რატომ არ აკავებენო. იმიტომ არ აკავებენ, რომ დღეს გვაქვს ის სტანდარტი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. ეს ყოველი ჩვენი თანამოქალაქისთვის გარანტია უნდა იყოს, რომ სახელმწიფო მაღალი სტანდარტით მოქმედებს, სანამ არ იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დამტკიცდება, რომ ამის განზრახვას რეალურად მოჰყვებოდა მოქმედება და ა.შ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სტანდარტები აქვთ არეული და ჰგონიათ, რომ ხელისუფლებამ იმ სტანდარტებით უნდა იმოქმედოს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

„წინა ხელისუფლების სტანდარტი იცით, რა იქნებოდა?! ამ ინფორმაციას რომ მიიღებდნენ, დაელოდებოდნენ, ეს პირი განახორციელებდა თუ არა ტერაქტს და თუ განახორციელებდა, მერე მოახდენდნენ მის ან დაკავებას, ან ლიკვიდაციას. ეს იყო მათი სტანდარტი, ჩვენი სტანდარტი კი არის ის, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუს-მა გააკეთა. სუს-მა განცხადება გააკეთა, ჩვენ ამ ოპერატიულ ინფორმაციას ვფლობთო და ამით პრევენციულად, შესაძლო რისკის ნეიტრალიზაცია მოხდა. ამ განცხადებით პრევენცია მოხდა და თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი მართლაც ფიქრობდა რამე ტერორისტულ აქტზე, ის ამის განმხორციელებელი აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 09:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics