9 მაისს დაგეგმილ ღონისძებებთან დაკავშირებით შსს მოსახლეობას აფრთხილებს

9 მაისს დაგეგმილ ღონისძებებთან დაკავშრებით შსს მოსახლეობას აფრთხილებს:

„2019 წლის 09 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები რეალობას აცდენილია
შემდეგი სტატიამოძრაობა”რუსეთი ოკუპანტია” “უკვდავთა პოლკის” მსვლელობას აპროტესტებს