მალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 11:39

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში შეიქმნა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეს არავინ ახსენებს:
„საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“. ოთხჯერ შეახსენეს, რატომ არ ახსენებდნენ მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხომ ვიყავით პრემიერთან და შევხვდით, ჩემი პრემიერთან მიღებაც იყო ძალით. ეს ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან – აღიაროს სახელმწიფომ ეს დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით. ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა.
ამ უსასტიკესი დანაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 11:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,878
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics