“გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში…ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას… ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ეს საქმე როგორ იკერებოდა?”

“მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება. მკვლელები, ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ. გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს”- ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძემ განუცხადა. მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ გახარიას საქმე არ დაუძრავს – აცხადებს სარალიძე. ის ასევე ითხოვს თანამდებობა დატოვოს იუსტიციის მინისტრმაც:
“გახარიას არაფერი არ დაუძრავს, რა სისულელეა. ვიღაც მორჩაძე რომ დააკავეს, ამით ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება “გააპრავონ”, თითქოს მიხეილ კალანდიამ ზეწოლის ქვეშ მისცა ის ცრუ ჩვენებები სასამართლოზე, რომ საფუძველი აღარ ჰქონდეთ კალანდიას დაკავების.
ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშფანდურით, ტაში დაუკრა, მაგარი კაცი ყოფილაო. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამბავი და ეს საქმე როგორ იკერებოდა?”, – განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში„წულუკიანის საქმიანობა ქვეყნის რეპუტაციას უქმნის პრობლემებს და ბევრს არც მმართველ გუნდში უყვარს“ – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს