მალხაზ მაჩალიკაშვილი : დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა

დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა,”- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციის მონაწილებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აქ შეკრებილებმა ბოროტი სისტემა უნდა დაანგრიონ.

“10 თვე გავატარე თქვენი აქ გამოსვლის მოლოდინში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ალბათ, დღეს აქ ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. ძალიან მიხარია, აქ რომ გხედავთ. იყავით ძლიერები. თქვენზე დგას ეს საქართველო. თქვენ უნდა შეცვალოთ ეს სიბოროტე და შემოიტანოთ კაცობა და პატრიოტობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს ბოროტი სისტემა. სიცოცხლის ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ ყველაფერში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირკინის ბარიკადები პარლამენტის შესასვლელთან – სამართალდამცავები შენობის ბლოკირებას ახდენენ
შემდეგი სტატიაპუტინმა საქართველოდან რუსების გაყვანის შესახებ განკარგულება გასცა