პუტინმა საქართველოდან რუსების გაყვანის შესახებ განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება მისცა მთავრობას, საქართველოდან რუსების უსაფრთხოდ გაყვანის შესახებ – ამის შესახებ ნათქვამია ბრძანებაში “რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების შესახებ” – რუსული “ლენტა” წერს. ტურისტების გარდა, საუბარია, მათი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე. განკარგულებაში დაკონკრეტებულია, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გაყვანის შესახებ საკითხები საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთის შსს-ს ოფიციალურ თბილისთან დაკავშირება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი : დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა
შემდეგი სტატია“ღირსების მარში” გადაიდო