მალე ომის უფრო ფართო და მეტად სისხლიან ეტაპზე გადავალთ – NATO

ნატო უკრაინაში საომარი მოქმედებების ახალ, უფრო ფართო და სისხლიან ეტაპს პროგნოზირებს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მალე ომის მეორე, ძალიან სისხლიან ეტაპზე გადავალთ. ჩვენ პირველისგან განსხვავებული, ბევრად უფრო ფართო, უფრო რთულ და ძალიან სისხლიან საფეხურზე გადავინაცვლებთ, რომელიც როგორც აღმოსავლეთით – დონბასში, ასევე სამხრეთით – ყირიმსა და მარიუპოლისკენ იქნება“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება წესით, არ უნდა გაჭიანურდეს.

„მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი დანაკარგები, უკრაინას კიდევ ექნება“, – დასძინა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველების სამსახურიდან გაშვება რუსეთის შეკვეთაა