სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველების სამსახურიდან გაშვება რუსეთის შეკვეთაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველების სამსახურიდან გაშვება რუსეთის შეკვეთაა.

“მშრალი ფაქტი – “ოცნება” ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია – ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმალე ომის უფრო ფართო და მეტად სისხლიან ეტაპზე გადავალთ – NATO
შემდეგი სტატიაწინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფოსფორის შენაერთები – ანა მალიარი მარიუპოლზე