მაკრონმა საფრანგეთის პრემიერმინისტრს გადადგომაზე უარი უთხრა

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა ემანუელ მაკრონს პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მიმართა, რაზეც მაკრონი არ დაეთანხმა. პრეზიდენტის თქმით, უარის მიზეზი მთავრობის ეფექტური ფუნქციონირების შენარჩუნებაა.

ხშირად, პრეზიდენტი უბრალოდ ხელახლა ნიშნავს იმავე ადამიანს, რათა მან ახალი მთავრობის შექმნა დაიწყოს. თუმცა სიტუაცია ამჯერად განსხვავებულია, რადგან მაკრონი ბორნის, იმავე მთავრობით დარჩენას სთხოვს.

საფრანგეთის პრემიერმინისტრი დღეს, 21 ივნისს მთავრობის წევრებს შეხვდება.

19 ივნისს მაკრონმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. უმრავლესობისთვის მას 44 მანდატი აკლია. პრეზიდენტი 21 და 22 ივნისს მოლაპარაკებებისთვის მოწინააღმდეგე პარტიებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშისაინტერესო ხუმრობა წავიკითხე „ფეისბუქზე”, „ქართულ ოცნებას” პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე – ვაშაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ელკომმა“ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა