საინტერესო ხუმრობა წავიკითხე „ფეისბუქზე”, „ქართულ ოცნებას” პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე – ვაშაძე

საკმაოდ საინტერესო ხუმრობა წავიკითხე გუშინ „ფეისბუქზე”, „ქართულ ოცნებას” პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის პოზიციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” რეალობას მოწყვეტილია, თუმცა, მათ რეალობაში ხალხი დააბრუნებს.

„საკმაოდ საინტერესო ხუმრობა წავიკითხე გუშინ “ფეისბუქზე”, ამ ხუმრობაში ეწერა, “ქართულ ოცნებას” პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში დასკვნაში იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე. ეს არის ჩემი პასუხიც. ორჯერ ორი არის ოთხი, ამ ქვეყანაში არის ერთი მთავარი ოლიგარქი და ის არის წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის. ბიძინამ თავი ამოწურა, ოღონდ არა კულუმბეგოვმა, ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება” აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ქართველი ხალხი მათ ამ რეალობაში დააბრუნებს. როდის ნახეთ ამდენი ადამიანი თავის მოტივაციით, გულანთებული გამოსული ქუჩაში? ამ კითხვას გასცეს პასუხი ყველამ. ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ვინც გუშინ შეიკრიბა რუსთაველზე და მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრობდა ასობით ათასი ემიგრანტი, ძალაუფლება მათ ეკუთვნით და არა ოლიგარქატს. ოლიგარქატი უნდა დავასრულოთ ქვეყანაში, დეოლიგარქიზაციის გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას” ეს 2-3 დღე კიდევ აქვს დარჩენილი, 24- ში ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ გეგმას,”- განახადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება – შოლცი
შემდეგი სტატიამაკრონმა საფრანგეთის პრემიერმინისტრს გადადგომაზე უარი უთხრა