მაკრონმა რუანდას გენოციდში საფრანგეთის როლის გამო ბოდიში მოუხადა

მაკრონმა რუანდას გენოციდში საფრანგეთის როლის გამო ბოდიში მოუხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 1994 წლის გენოციდში საფრანგეთის როლის გამო ბოდიში მოუხადა – გენოციდს 800 ათასი ტუტსი და ხუტუ შეეწირა.

რუანდის დედაქალაქ კიგალში გენოციდის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთმა ყურადღება არ გაამახვილა ძმათამკვლელი ხოცვა-ჟლეტის შესახებ გაფრთხილებაზე, “უფრო მეტად აფასებდა სიჩუმეს, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას”. ამავე დროს, მან დაამატა, რომ საფრანგეთი გენოციდის თანამონაწილე არ ყოფილა.
“მხოლოდ მათ, ვინც ის ღამე გადაიტანა, შეუძლიათ ამის მიტევება და პატიება” – მაკრონმა თქვა მემორიალთან, სადაც 250 ათასი მსხვერპლია დაკრძალული.

რუანდის პრეზიდენტმა პოლ მაგამემ თქვა, რომ მაკრონის სიტყვები “იმაზე ღირებული იყო, ვიდრე ბოდიში. მისი სიტყვები იყო მართალი”. მან მაკრონის განცახადებას “უდიდესი სიმამაცის გმირობა” უწოდა.
მიმდინარე წლის მარტში ფრანგულმა კომისიამ დაადგინა, რომ საფრანგეთს, რომლის პრეზიედნტი მაშინ ფრანსუა მიტერანი იყო, გენოციდისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მაგრამ არ ყოფილა თანამონაწილე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი გენოციდის მომზადების პერიოდში “დაბრმავებული” იყო.

banner
წინა სტატიაში“თუკი ხელოვნური ინტელექტისგან არ დაგვიცავენ, ორუელის “1984” წელი 2024 წელს დადგება”
შემდეგი სტატიაპოლიციამ „ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა