“თუკი ხელოვნური ინტელექტისგან არ დაგვიცავენ, ორუელის “1984” წელი 2024 წელს დადგება”

თუკი ხელოვნური ინტელექტისგან არ დაგვიცავენ, ორუელის

კომპანია Microsoft-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცხოვრება, რომელიც ჯორჯ ორუელის “1984”-შია აღწერილი, შესაძლებელია, 2024 წელს რეალობა გახდეს, თუკი კანონმდებლები ხელოვნური ინტელექტისგან არ დაგვიცავენ. “ბიბისის” “პანორამაში” ბრედ სმიტმა თქვა, რომ ძალიან რთული იქნება სწრაფადგანვითარებული ტექნოლოგიის დაწევა.

პროგრამაში ჩინეთის მაგალითზე ნაჩვენებია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მასშტაბები, რომელსაც ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებზე დასაკვირვებლად იყენებს.
არსებობს შიში იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის ჭარბად გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან დემოკრატიას შეუქმნის საფრთხეებს.
“თუკი ჩვენ არ მივიღებთ კანონს, რომელიც საზოგადოებას მომავალში დაიცავს, აღმოვაჩენთ, რომ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ვრცელდება და მისი დაწევა ძალიან რთული იქნება” – სმიტმა თქვა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში რეალობამ სამეცნიერო ფანტასტიკას გადაასწრო. ჩინეთს სურს, რომ 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის საკითხებში მსოფლიო ლიდერი იყოს და ბევრი ფიქრობს რომ ეს, მაგალითად, ევროკავშირის შესაძლებლობას ბევრად უსწრებს – “ბიბისი” წერს.

ერიკ შმიტამ, რომელიც Google-ს ყოფილი გენერალური დირექტორი იყო და ახლა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღავანელია ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში აუცილებელია ჩინეთზე გამარჯვება.

მიმდინარე მომენტში მსოფლიოში დარეგისტრირებული 770 მილიონი სათვალთვალო კამერების 54% ჩინეთში მდებარეობს. ჩინურ კამერებს ადამიანის ემოციის ამოცნობაც შეუძლიათ და მათ უიგურების დასახლებებში იყენებენ სინცზიანის პროვინციაში. აქ ე.წ. “უიგურების აღმზრდელობითი ცენტრები” მდებარეობს, რომელსაც უფლებადამცველები მკაცრი რეჟიმის ბანაკებს უწოდებენ.

banner
წინა სტატიაშირეჟისორი ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაკრონმა რუანდას გენოციდში საფრანგეთის როლის გამო ბოდიში მოუხადა