მაკრონმა მიუნხენში მერკელთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მიუნხენის უსაფრთხოების ტრადიციულ კონფერენციაზე, უარი თქვა ანგელა მერკელთან ერთად გამოსვლაზე – 7 თებერვალს გერმანულ მედიას ელისეის სასახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა. მაკრონის უარი საფრანგეთის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას დაუკავშირეს, სადაც, უკვე რამდენიმე თვეა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ქვეყნის მეთაურის ეკონომიკური რეფორმებით უკმაყოფილოები არიან. “პრეზიდენტი დებატებისთვის, საფრანგეთში ვიზიტებისთვის ემზადება, სადაც ადგილობრივ პოლიტიკოსებს უნდა შეხვდეს” – პარიზმა განაცხადა.

სააგენტო dpa-მ ერთი კვირის წინ გაავრცელა, რომ მაკრონი უარს იტყოდა მერკელთან ერთად 16 თებერვალს დაგეგმილ გამოსვლაზე. სხვა გერმანული მედია წერს, რომ ამის მიზეზი “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ია.

დღეს, ასევე გავრცელდა, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა უარი თქვა გერმანიის მხარდაჭერაზე პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ფარგლებში. არაფერია ახალი იმაში, რომ ამ პროექტის ირგვლივ სხვადასხვა აზრი არსებობს – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ბრატისლავაში, 7 თებერვალს.

მერკელის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყნად დარჩეს. გარდა ამისა, ის არ თვლის, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი გაზსადენის მშენებლობა ევროპას და გერმანიას რუსეთზე დამოკიდებულს გახდის. მერკელმა გაიხსენა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი – 2”-ის გარდა გერმანია აშშ-დან აპირებს გაზის შემოტანას და აღნიშნა, რომ ცივი ომის დროსაც კი მოსკოვი გაზის ერთგული მომწოდებელი იყო.
თავის მხრივ, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ხელმძღვანელებმა, რომლებიც მერკელთან ერთად იყვნენ პრეს-კონფერენციაზე, თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებისგან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მაკრონმა გერმანია პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამო გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშიკოდორის ხეობაში ჯიქი მოკლეს
შემდეგი სტატიაუკრაინის რადამ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა აუკრძალა