უკრაინის რადამ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა აუკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა აუკრძალა – 7 თებერვალს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. შესაბამის კანონპროექტს მხარი 232 ადამიანმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი შესაძლებელია ჰქონდეთ მათ, რომლებიც აგრესორი-ქვეყნის ან ოკუპანტი-ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

კანონპროექტის ავტორმა ირინა ლუცენკომ აღნიშნა, რომ დოკუმენტი “რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად არის საჭირო”.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა მიუნხენში მერკელთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაგერმანული Flixbus-ი რუსულ ბაზარში აპირებს შესვლას