მაკრონის მეუღლე პრობლემური ახალგაზრდების სკოლაში დაიწყებს მუშაობას

საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი პედაგოგობას დაუბრუნდება და გაკვეთილებს ჩაატარებს სკოლაში, სადაც იქნებიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით, სწავლას ჩამორჩნენ – The Times-ი წერს. ბრიჯიტ მაკრონმა, რომელიც პროფესიით მასწავლებელია, სკოლაში მუშაობას თავი 2015 წელს დაანება, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. ახლა ის თვეში ორ გაკვეთილს ჩაატარებს კლიში-სუ-ბუაში, რომელიც პარიზის ყველაზე ღარიბ უბანში მდებარეობს. ახალი სასწავლო დაწესებულება სექტემბერში გაიხსნება. იქ 30 წლამდე დაახლოებით 50 უმუშევარი ისწავლის. მათ, ექვსი თვის მანძილზე სახელმწფო ხელფასს გადაუხდის სკოლაში სიარულისთვის.

banner
წინა სტატიაშიევროპის ქვეყნებმა ნავთობსადენი “დრუჟბას” ტრანზიტი მასობრივად შეჩერეს
შემდეგი სტატია“ყვითელ ჟილეტებს” მაკრონის მიერ წარმოდგენილი რეფორმები არ აკმაყოფილებთ