“ყვითელ ჟილეტებს” მაკრონის მიერ წარმოდგენილი რეფორმები არ აკმაყოფილებთ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:18

“ყვითელ ჟილეტებს” მაკრონის მიერ წარმოდგენილი რეფორმები არ აკმაყოფილებთ

“ყვითელი ჟილეტების” ლიდერებმა იმედგაცრუემა გამოხატეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ წარმოდგენილი რეფორმების გეგმის მიმართ და თვლიან, რომ მათი მოთხოვნების ძირითადი ნაწილი იგნორირებულია.

“ის არ უსმენდა ყველაფერს, ჩვენ რასაც ვამბობდით ქუჩაში, ხუთი თვის მანძილზე. მან საკუთარი გამოსვლა იმით დაიწყო, თუ რას მიაღწია ორი წლის მანძილზე, თითქოს, ჩვენ ეს არ გვესმოდეს. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ მას უბრალოდ, საკუთარი ბრალის აღიარება არ სურს” – მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მაქსიმ ნიკოლმა თქვა.
რადგანაც, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, “ყვითელი ჟილეტები” საპროტესტო აქციას გააგრძელებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს, “ყვითელი ჟილეტების” თითქმის ნახევარწლიანი პროტესტის შემდეგ, რეფორმების პაკეტი წარმოადგინა. მაკრონმა კონკრეტული ზომები წარადგინა, რომელიც მთელს ქვეყანაში ჩატარებულ თითქმის 10 ათასზე მეტ დებატებში გამოიკვეთა, ორ მილიონზე მეტი წინადადება კი ინტერნეტით წარადგინეს მოქალაქეებმა.

მაკრონი მოგების გადასახადის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. მას სურს “გადასახადები მაქსიმალური მოქალაქეებისთვის შეამციროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს, ვინც საშუალო ფენას წარმოადგენს”. ასევე, მაკრონამ თქვა, რომ ამ ზომების დაფინანსება სახელმწიფო ხარჯების შემცირების ფონზე მოხდება. ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერს არ დაუზუსტებია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, გაიზარდება თუ არა საპენსიო ასაკი. გარდა ამისა, მაკრონის სურვილია დეპუტატების რაოდენობის შემცირება პარლამენტში.

“ყვითელი ჟილეტების” მოძრაობა შარშან ნოემბერში საწვავზე გადასახადის გაზდის პროტესტიდან დაიწყო და მაკრონის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:18

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics