მაკკეინი: ტრამპი რუსეთის სანქციებს იგნორირებას უკეთებს

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რუსეთის წინააღმდეგ 2 თვით ადრე მიღებული სანქციების რეალიზაცია ჯერ კიდევ არ დაუწყია.
Reuters-ის ინფორმაციით, მაკკეინმა სანქციების შესახებ კრიტიკულად შეახსენა პრეზიდენტს… ,,ახლა, როდესაც ახლოვდება სანქციების უკიდურესი ვადა, მნიშვნელოვანია თქვენმა ადმინისტრაციამ ეს კანონი მთელი მოცულობით შეასრულოს, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესები,, განაცხადა მაკკეინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სანქციის უკიდურეს ვადად 1 ოქტომბერი განისაზღვრება და ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს იმ პირთა იდენტიფიკაცია, ვინც რუსეთის თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებების სექტორში მოქმედებენ და რომლებიც სანქციებში მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიირანი და ერაყი ქურთისტანის წინააღმდეგ ერთიანდებიან
შემდეგი სტატიასაფრანგეთში რენუარის სურათი მოიპარეს