საფრანგეთში რენუარის სურათი მოიპარეს

საფრანგეთის ქალაქ სენ-ჟერმენ-ან-ლენში უცნობმა ბოროტმოქმედმა მოიპარა აუქციონზე გამოსატანი ლოტი – პიერ ოგიუსტ რენუარის “ახალგაზრდა ქერა ქალის პორტრეტი”. ამის შესახებ წერს გაზეთი “Le Monde”, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციას.
სავარაუდოდ, ბოროტმოქმედს არ დასჭირდა დიდი ძალისხმევა. მან უბრალოდ ჩამოხსნა სურათი კედლიდან და შენობიდან გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სურათის ზომა არის მცირე – 14 x 12,2 სმ, ხოლო მისი საწყისი ფასია 30 ათასი ევრო.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინი: ტრამპი რუსეთის სანქციებს იგნორირებას უკეთებს
შემდეგი სტატია“ფეისბუკი” იწყებს ადამიანის სახის გამოცნობის ტექნოლოგიის ტესტირებას