მაინტერესებს ირაკლი კობახიძისა და ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს

მაინტერესებს ირაკლი კობახიძის და ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს

“რედისონ ბლუ ივერიაში” განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი არალეგიტიმურია. “ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა – ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!

დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე”