მაიკლ ჯექსონის ნივთები საბავშვო მუზეუმიდან გაიტანეს

სკანდალური დოკუმენტური ფილმის “ნევერლენდის დატოვებისას” გამოქვეყნების შემდეგ, ინდიანაპოლისის საბავშვო მუზეუმმა საგამოფენო დარბაზიდან გაიტანა ამ შტატის მკვიდრის, პოპ-მუსიკოს მაიკლ ჯექსონის ნივთები – The Hollywood Reporter-ი წერს.

“ჩვენ, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი, ჩვენს ვიზიტორებს ვუფრთხილდებით. უსაფრთხოების მიზნით ეს ნივთები იქამდე გავიტანეთ, სანამ სიტუაცია ნათელი არ გახდება” – მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სულ ექსპოზიციაში სამი ნივთი იყო.

მუსიკოსის ოჯახმა ტელეარხ HBO-ს, რომელიც ფილმის საავტორო უფლებების მფლობელია, სასამართლოში უჩივლა და 100 მილიონი დოლარი მოითხოვა 1992 წელს დადებული შეთანხმების დარღვევისთვის, რომლის თანახმადაც, HBO ვალდებული იყო მაიკლ ჯექსონის ღირსება და პატივი არ შეელახა.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიადიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა