დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში “თაიმერს” განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც.

წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ჯექსონის ნივთები საბავშვო მუზეუმიდან გაიტანეს
შემდეგი სტატია“ბოინგი”, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, პრობლემების გამო ექსტრემალურად დაეშვა