მაიკ პენსის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს.

ჯანელიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო.

„ეს ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობასა და ახალ ადმინისტრაციას კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. ეს გამოხატულია არა მხოლოდ ამ ვიზიტისას, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაყალბებული ხელმოწერა – სააკაშვილის მტკიცებით მას უკრაინის მოქალაქეობა თაღლითური გზით ჩამოართვეს
შემდეგი სტატიაამერიკული სამხედრო ტექნიკა წინა წლებისგან განსხვავებით პირდაპირ საავტომობილო გზით გამოემართა ფოთიდან ვაზიანში