გაყალბებული ხელმოწერა – სააკაშვილის მტკიცებით მას უკრაინის მოქალაქეობა თაღლითური გზით ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამტკიცებს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა თაღლითური გზით ჩამოართვეს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მისი თქმით, დოკუმენტზე, რომელიც მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდა, მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

სააკაშვილი ავრცელებს აღნიშნული დოკუმენტის ფოტოებსაც, რომელიც მანამდე ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა და უკრაინის რადას დეპუტატმა ვლადიმირი არიევმა გაავრცელა.

სააკაშვილი მოითხოვს, რომ მისი ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა დაუყოვნებლივ ჩატარდეს.

„ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების სათავეში თაღლითები მოხვდნენ“, – წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვტილებით დაკარგა. თავად ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ეს უკანონოდ მოხდა და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან
შემდეგი სტატიამაიკ პენსის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი