მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.

როგორც  მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.

მისივე თქმით, ამჟამად მხარეებს შორის მუშა პროცესი მიმდინარეობს და საპროცესო შეთანხმების დეტალები ზუსტდება. ადვოკატის თქმით, მოლაპარაკებები „ცენტრ პოინტის“ გაყიდვაზე კვლავ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ედპ-სა და შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა