მაია ცქიტიშვილი : უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დაუდგეს გვერდით ქართული ბიზნესის განვითარებას.

მინისტრის განმარტებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტის შემუშავება აქვთ დავალებული, ქართული ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით.

„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი 2012 წლიდან იყო მიმართული სოფლის მეურნეობაზე, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე და ის არაერთი პროგრამა, რომელიც იყო შეთავაზებული „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ასევე სხვა სტიმულირების მექანიზმების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო მიმართული სწორედ ჩვენი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე. ყველა ამ პროგრამამ გამოიღო ხელშესახები შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთრებით, იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის. ჩვენ ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროსა და დარგის განვითარებაზე,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი 3000 ლარით დააჯარიმეს