მანჯგალაძე – სუს-ი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად

სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად – მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს სინამდვილეში არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”.

“ეროვნული მოძრაობის” ლიდერები 1989 წელს, 9 აპრილამდე, იმავეს იძახდნენ, რომ “ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ”. არ გეცნობათ? იგივე არ არის განცხადება? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალია, უფრო ძლიერია და ვერაფერს გაბედავს ვერც სუს-ი და ვერაფერი. დამთავრებულია. სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს? ახლა ის დროა, რომ სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მე მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”. შესაბამისად, ბიძინა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას, კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული