მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი 3000 ლარით დააჯარიმეს

მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რაიონში ანა ჩართოლანი სამართალდამცველებმა სამი ათასი ლარით დააჯარიმეს.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“აბა თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ მე ვარ 3000 მანქანა არ მიღირს მაძუნგალებო თქვენ. ამ გაჭირების ჟამს ასე უნდა ხოოო? ეკიპაჟმა უფროსობას ჩემი და მანქანის ფოტო გადაუგზავნა და მხოლოდ მათი დასტურის მერე დაიწერა ჯარიმა”,- ამბობს ანა ჩართოლანი.
მისივე თქმით,მესტიის ცენტრში მანქანით იმყოფებოდა და გვერდზე ეჯდა ოჯახის წევრი.
“ჩუსტებით ვიჯექი მანქანაში და გვერდით მეჯდა ოჯახის წევრი,უკანა სავარძელზე არავინ არ იჯდა.ჩემზე წინ გაატარეს მანქანები გაძეძგილები,ბარემ კალთაში ეჯდნენ ერთმანეთს და ისინი არ დააჯარიმეს,მე კი თავს დამესხა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ვიღაცასთან გადარეკეს,რა თქმა უნდა ზემდგომთან და მერე გამომიწერეს 3 ათას ლარიანი ჯარიმა”,-გვითხრა მან. იგი ამ გადაწყვეტილების დილიდან გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ,რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის ანგარიში – რაციების ჩანაწერების შესწავლიდან ირკვევა, რომ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია