პაპუაშვილი – საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული

საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – სუს-ი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად
შემდეგი სტატიასისულელეა… „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს ელანდება რევოლუცია – რაქვიაშვილი