მაია ცქიტიშვილი: ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო….

თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით

„სხვა დროა საქართველოში. პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ასევე, არავინ სხვას არ უთანხმებს. შესაბამისად, იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან სხვა მინისტრებთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა აპირებს კითხვა დაუსვას მამუკა ხაზარაძესდა შეიძლება თუ არა? – სხვა დროა და ეს ასე არ ხდება. ბატონ ბიძინასაც არ ეკითხებიან ამას. მეც ვისურვებდი, რომ კითხვები არ ყოფილიყო საერთოდ დასმული და ისეთი დამფუძნებელი ჰყოლოდა პროექტს, რომლის მიმართაც კითხვები არ ყოფილიყო. მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, არცერთი თანამდებობა, არცერთი ბანკის მეწილეობა და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს იმ შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ბიძინაშვილი: ივანიშვილის საქმე წასულია -არჩევნებს ვეღარ გააყალბებს
შემდეგი სტატია,,ხელისუფლება მცდელობის მიუხედავად ვერ გამიჯნავს ერთმანეთისგან ანაკლიის პორტის საკითხს და TBC ბანკის საქმეს”