მაია ცქიტიშვილი – 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა

2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიადტმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა რჩება. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა”
შემდეგი სტატია,,რატომ გადავდექი თავის დროზე?” -რა პასუხი აქვს ღარიბაშვილს